ქუთაისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ადმინისტრაციამ პირველკურსელებთან შეხვედრა გამართა.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის თანახელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ სტუდენტებს ადმინისტრაციის უახლესი გეგმები გააცნეს.
სტუდენტებმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.