ქუთაისის უნივერსიტეტის პარტნიორმა ორგანიზაციამ, სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგმა" გაყიდვების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
კომპანიის წარმომადგენლებმა ეფექტური სივისა და სამოტივაციო წერილის შედგენის ხელოვნებაზე ისაუბრეს, ასევე სტუდენტებს კომპანიაში არსებული ვაკანსია გააცნეს. "ჯი პი აი ჰოლდინგი" ინდივიდუალურ დაზღვევის მენეჯერს ეძებს.
ღონისძიება ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.
"ჩვენი კომპანია მსგავს აქტივობებს თბილისში ყოველწლიურად მართავს. ქუთაისში პირველად ჩავატარეთ. ამ ეტაპზე ახალი კადრები გვჭირდება, რადგან გავფრთოვდით. მზად ვართ ამ პოზიციაზე თქვენი სტუდენტები ავიყვანოთ", - აცხადებს ჯი პი აი ჰოლდინგის გაყიდვების ჯგუფის უფროსი ქუთაისში გიორგი მარუქაშვილი.
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების მიზნით, მსგავს აქტივობებს სისტემატიურად ახორციელებს.