ესტონეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტებში ერაზმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტების შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, "ქუთაისის უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა.
" ქუთაისის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები დაჩი კობახიძე და დავით გეგუჩაძე ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ესტონეთი) გაემგზავრებიან.
ტურიზმის პროგრამის სტუდენტი გიორგი ხუციძე რუმინეთში, კერძოდ, ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტში გაატარებს 2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს.
აღნიშნული სტუდენტები ერაზმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობას სრული დაფინანსებით შეძლებენ, რაც გულისხმობს უფასო სწავლას, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.