"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და "პროფესიული კვლევების კოლეჯს - პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრ ICEPS-ს" (სერბეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
"პროფესიული კვლევების კოლეჯი - პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრი ICEPS" " ქუთაისის უნივერსიტეტისთვის" სერბეთში რიგით პირველი პარტნიორია.