"ევროპის დღეები 2023"-ის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში ლექცია "ნიკო ნიკოლაძე - ქართველი მოღვაწე ევროპული აქცენტებით" ჩატარდა.
ლექცია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა გიორგი ფანცულაიამ ჩაატარა. მან ნიკო ნიკოლაძის შემოქმედებით, პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ევროპულ ხედვებზე ისაუბრა.
ლექცია ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ევროპული ინტეგრაციის იდეა გაახმოვანა, რომლის დეკლარირებამ ევროპის მომავალი შეცვალა, ამიტომ ევროკავშირის დღეს 9 მაისს აღნიშნავენ.