პროექტ "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023"-ის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტში ვორკშოფების სერია გრძელდება. ამჯერად ვორკშოფი ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა თეკლე მორგოშიამ ჩაატარა.
სტუმარმა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ გავრცელებულ მითებსა და სტერეოტიპებზე ისაუბრა, გარდა ამისა, ევროკავშირისგან არაერთხელ მიღებულ ფინანსურ სარგებელზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლის უმთავრესი გზა სწორედ ევროინტეგრაციაა და ამისთვის ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ვორკშოფი სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
იმერეთის რეგიონში პროექტს კოორდინაციას ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების ადმინისტრირების სამსახურის უფროსი, სამოქალაქო განათლების ლექტორი თინათინ მეფარიშვილი უწევს.
ქუთაისის უნივერსიტეტი წლებია, CELA-ს პარტნიორია.