21 მაისს ქუთაისის უნივერსიტეტში პროექტის - "კავკასიური კინო" პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი "კავკასიური კინო" აერთიანებს კინორეჟისორებს და კინო-ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
პროექტი გულისხმობს საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური და მხატვრული ფილმების გადაღებას ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით და მათი ჩართულობით.
საბოლოო პრეზენტაცია თბილისში გაიმართება და ყველა მსურველისთვის ღია იქნება.