Erasmus+ CBHE პროგრამით დაფინანსებული პროექტის - "ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზაცია "დაოს" წარმომადგენლებმა ქუთაისის უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და მათ მიერ შეთავაზებული ფსიქოლოგიური სერვისები გააცნეს, ასევე ევროპულ სტანდარტებსა და საქართველოში არსებულ შესაბამის რეგულაციებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, სტიგმასა და არსებულ სტერეოტიპებზე. გარდა ამისა, განხილული იქნა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გამოწვევები და ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ქუთაისის მოსახლეობის საჭიროებების კვლევა.
ღონისძიება ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში გაიმართა.