ქუთაისის უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შიდა სამეცნიერო-კვლევით საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საკონკურსო კვლევითი პროექტის თემატიკა შეიძლება იყოს:
• R 11_ Regional Economic Activity: Growth, Development, Environmental Issues and Changes; / რეგიონული ეკონომიკა: ზრდა, განვითარება გარემო საკითხები და ცვლილებები
• D 91_Micro- Based Behavioral Economics; Role and Effects of Psychological, Emotional, Social and Cognitive Factors on Decision Making / მიკრო- ქცევითი ეკონომიკა: როლი ეფექტი გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედი ფსიქოლოგიური, ემოციური სოციალური და კოგნიტიური ფაქტორები
• 15_ Economic Development: Human Resources, Human Development, Income Distribution Migration / ეკონომიკური განვითარება: ადამიანური რესურსები, ადამიანური განვითარება, შემოსავლების გადანაწილება და მიგრაცია.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის კონკურსში განაცხადის წარდგენა შეუძლია ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს და პერსონალს, რომელსაც არ აქვს სხვა უნივერსიტეტში აფილაცია.
შენიშვნა: აფილაციის არმქონე აკადემიურ პერსონალს კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თანახმაა პროექტი განახორციელოს ქუთაისის უნივერსიტეტის სახელით.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
საპროექტო განაცხადის წარდგენა ხდება მხოლოდ ელექტრონულად, მოთხოვნილი დოკუმენტების სრული პაკეტით. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში კონკურსანტს განესაზღვრება ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს.
შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსში, საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 22 მაისიდან - 2023 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.
საკონკურსო განაცხადი უნდა მოიცავდეს ქუთაისის უნივერსიტეტის კვლევის დაფინანსების წესით განსაზღვრულ დოკუმენტაციას:
ა. განაცხადის ფორმა (დანართი № 1);
ბ. საპროექტო განაცხადი უნივერსიტეტის ფორმატში (დანართი № 2);
გ. განაცხადის ყველა მონაწილის CV/რეზიუმე;
დ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართელოს კანონმდლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე. კვლევით პროექტში უნივერსიტეტის სტუდენტის ჩართულობის შემთხვევაში, სტუდენტის ცნობა;
ვ. პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება (დანართი №3);
ზ. ინფორმაცია თანადაფინანსებაზე (არსებობის შემთხვევაში);
თ. თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებაზე.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შეფასების კრიტერიუმები, საგრანტო პროექტის განაცხადი და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შპს ქუთაისის უნივერსიტეტის კვლევის დაფინანსების წესში: https://unik.edu.ge/PagePDF/849da116cafc09c27881bfbf09bc0020.pdf
შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოთ შევსებული განაცხადი და სრული დოკუმენტაცია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
განაცხადის ფორმა და საპროექტო განაცხადი უნივერსიტეტის ფორმატში შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.