„გეთებორგის უნივერსიტეტის“ (შვედეთი) პროფესორმა და ამავდროულად, ,,ქუთაისის უნივერსიტეტის’’ მოწვეულმა ლექტორმა ალექსანდრე ასათიანმა „ქუთაისის უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალისთვის ბიზნეს ქეისების წერისა და გამოყენების შესახებ ერთდღიანი სემინარი ჩაატარა.
მან სასწავლო ქეისების ფორმებზე, სტრუქტურაზე, ქეისებით სწავლების უპირატესობებზე და ქეისების გამოქვეყნების საშუალებებზე ისაუბრა.
ღონისძიების დასასრულს ალექსანდრე ასათიანმა საკითხი შეაჯამა და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სემინარი ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა და მიზნად აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავდა.