"ქუთაისის უნივერსიტეტს" და "პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლას" (ბულგარეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.
"პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლა" "ქუთაისის უნივერსიტეტისთვის" ბულგარეთში რიგით მესამე პარტნიორია.