ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ქუთაისის უნივერსიტეტის“ იურიდიული სამსახურის ორგანიზებით, „ქუთაისის უნივერსიტეტში“ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა“ და ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენის’’ წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია ჩაატარეს.
„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა ნათია წივწივაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში, ცენტრის როლზე ისაუბრა და საზოგადოებას იმ სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით ოჯახებს სთავაზობს.
იმერეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგმა ნაზი ვარდოსანიძემ, ბავშვის უფლების დარღვევისა და სასამართლო დავების დროს ფსიქოლოგის ჩართულობაზე და უფლებადამცველებში ფსიქოლოგიური ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბრა.
,,ვორლდ ვიჟენის’’ წარმომადგენელმა გელა ხარიტონოვმა კი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე და სოციუმში მათი ინტეგრაციის გასაზრდელად არსებულ სერვისებზე მიაწოდა მსმენელს ინფორმაცია.
საჯარო ლექცია კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.