,,ქუთაისის უნივერსიტეტის’’ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, თათია ხარაბაძე "ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში" (ესტონეთი) „ერაზმუს+“ პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული მობილობით იმყოფებოდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თათია ხარაბაძე "ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის" სხვადასხვა დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და აკადემიური თუ მოწვეული პერსონალის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ხარისხის მართვის მიდგომები და სტრატეგიები თავიანთი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით.
თათია ხარაბაძეს, ასევე, საშუალება მიეცა, მოენახულებინა საუნივერსიტეტო სივრცეები, როგორებიცაა ბიბლიოთეკა, სტუდენტთა მომსახურების ცენტრი, სასწავლო სივრცე და .ა.შ.