"სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია’’ ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’.
აღნიშნული სკოლის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი იწყებს პროექტს არტ თერაპია/Art therapy, სადაც წინასწარ შერჩეული მონაწილეები შეძლებენ ხელოვნების საშუალებით შეიცნონ საკუთარი თავი, გამოხატონ და ისაუბრონ პირად ემოციებზე, გამოიმუშაონ კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს ინდივიდუალურ სამოქალაქო აქტივიზმს.
"სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’-ის მიზანია, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა და აქტიური მოქალაქისთვის აუცილებელი უნარების განვითარება.
პროექტის მთავარი კოორდინატორი იმერეთის მასშტაბით, ქუთაისის უნივერსიტეტის სამოქალაქო განათლების ლექტორი თინათინ მეფარიშვილია.
მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-25 წლის ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
არტ თერაპიის შეხვედრები გაიმართება: ქ.ქუთაისი, წერეთლის #13, "ქუთაისის უნივერსიტეტში“ (UNIK) და ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.
• პროექტში მონაწილეობა უფასოა
• მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: bit.ly/3WYlr6F
• აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 14 ივნისი.