"სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია" ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ახორციელებს.
აღნიშნული სკოლის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი იწყებს პროექტს "გააცანი საქართველოს ევროპა“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს.
პროექტში მიიღებიან მონაწილეთა ორი კატეგორია: მსმენელი დელეგატები და სპიკერი დელეგატები.
მსმენელი დელეგატების უფლება/მოვალეობები: მსმენელ დელეგატებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ცნობილ სპიკერებს და მოისმინონ მოხსენება ევროკავშირის შესაძლებლობებზე.
სპიკერ დელეგატებს მიეცემათ საშუალება, თავიანთი სიტყვით წარდგნენ ჟიურის წინაშე. მათ მოუწევთ 3-წუთიანი სიტყვის მომზადება ევროპის შესახებ. მონაწილეებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ხედვა და მოსაზრება თუ რა კუთხით გააცნობენ საქართველოს ევროპას.
მას შემდეგ რაც შეირჩევიან სიტყვით გამომსვლელები, სპიკერმა დელეგატებმა უნდა დაამუშაონ თავიანთი სიტყვა საზოგადოებისთვის წარსადგენად.
სპიკერი დელეგატები ღონისძიების დღეს გამოვლენ სიტყვით საზოგადოების წინაშე და კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ.
მათ გამოსვლას კომპეტენტური ჟიური შეაფასებს.
ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, გამარჯვებული სპიკერები დაჯილდოვდებიან სოლიდური პრიზებით.
არტ თერაპიის შეხვედრები გაიმართება: ქუთაისის უნივერსიტეტში (UNIK), ქ.ქუთაისი, წერეთლის #13.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
სააპლიკაციო ფორმა: bit.ly/45Uz6Qt