15 ივნისს, ქუთაისის უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია - "The 2nd Students’ Medical-Scientific Conference“ გაიმართა, რომელზეც მედიცინის დარგში არსებული აქტუალური თემები წარადგინეს.
კონფერენციის მიზანია, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგან.
სტუდენტთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და პრეზენტაციებმა -"Anti-Inflammatory Effects of Melatonin: Review of clinical trials", "Androgen Insensitivity Syndrome" Somnambulism" დიდი მოწონება დაიმსახურა. ისინი სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
მოხსენებათა განხილვის შემდეგ უნივერსიტეტის პროფესორებით დაკომპლექტებულმა კომისიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური პერსონალისათვის, ასევე, მომავალი ექიმებისთვის, რათა იყვნენ უფრო აქტიურები და ორგანიზებულები, მათ მიერ არჩეული პროფესიის დაუფლებაში.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა ნაშრომებზე დაყრდნობით, დაიბეჭდა აბსტრაქტთა კრებული, ხოლო კონფერენციის ბოლოს, მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.