23 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა რიგით მე -19 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
მასში როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლებმა პრეზენტაციები ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ აქტუალურ საკითხებზე წარადგინეს.
კონფერენციის ფარგლებში დაიბეჭდა მომხსენებელთა აბსტრაქტების კრებული. კონფერენციის დახურვისას მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და სტუდენტთათვის სამეცნიერო-კვლევითი უნარების გაუმჯობესებას ემსახურება.
იხილეთ აბსტრაქტის კრებული აქ: აბსტრაქტი