19-23 ივნისის პერიოდში ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შეხვედრების ციკლი გაიმართა, როგორც მედიცინისა და სოციალურ მეცნიერებათა ასევე, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან.
შეხვედრების ფარგლებში, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შესახებ.
შეხვედრის მიზანი იყო რომ სტუდენტებს უკეთ სცოდნოდათ თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული სტრუქტურული ერთეული, როგორია მათი ჩართულობის როლი შიდა ხარისხის მექანიზმების განხორციელებაში. ასევე, სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია შიდა სამართლებრივი აქტების ხელმისაწვდომობის შესახებ.
გარდა ამისა, შეხვედრისას განხორციელდა სტუდენტების მხრიდან მოსაზრებების, ინიციატივებისა და რეკომენდაციების გაზიარება, როგორც სწავლების პროცესთან, ასევე სხვა მათთვის საგულისხმო საკითხებთან მიმართებით, რომლებზეც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინირებით და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით დაიგეგმება შემდგომი საჭირო რეაგირებები.