ქუთაისის დემოკრატიის სკოლის და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 17 ივლისს ქუთაისის უნივერსიტეტში პროფესორ ბექა კობახიძის საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციის ფარგლებში პროფესორმა ბექა კობახიძემ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 1918-1921 წლების ისტორიულ მოვლენებზე და საქართველოს თანამედროვე ისტორიაზე ისაუბრა.
ლექციას როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.