18 ივლისს, ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვევითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის და პარტნიორ კლინიკათა წარმომადგენელთათვის, კომპანია "აპტოსმა" ტრენინგი - "აპტოს მეთოდები ესთეტიკურ გინეკოლოგიაში" ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ "აპტოსი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანდება აქვს სამედიცინო პროდუქციაზე და მოპოვებული აქვს FDA აღიარება გაუწოვად ძაფებზე. აპტოსი არის მცირე ინვაზიური პროცედურა, რომელიც ექიმებსა და პაციენტებს, 50-ზე მეტ მეთოდურ გადაწყვეტას სთავაზობს.
ტრენინგის მსვლელობისას განხილულ იქნა თემები, როგორიც არის ინტიმური ზონის გაახალგაზრდავება, შარდის სტრესული შეუკავებლობა, მშობიარობის შემდგომ განვითარებული დეფექტები და სხვა. მოწვეულმა ტრენერებმა - ია მახარაძემ და ლევან ვაჩეიშვილმა თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებებზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას აქტუალური ქეისები მიაწოდეს.
ღონისძიების ბოლოს, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები და "აპტოსის" სიმბოლური სასაჩუქრე პაკეტები.