ქუთაისის უნივერსიტეტს WSG ბოდგოშის უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბართოს სცეპანიაკი, კრეატიული ინდუსტრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარტა იპცინსკა, კიევის ევროპული ინსტიტუტის დეკანი პროფესორი სვეტლანა კაშუბა.
სტუმრებს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა უმასპინძლა.
მან უნივერსიტეტში არსებული საგანამანათლებლო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა.
მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა დაგეგმეს.