ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით ღია კონკურსი ცხადდება.

1.სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტზე ვაკანტური მიმართულებები და პოზიციები აკადემიური ნიშნით:

  • დაპროგრამება

1  პროფესორი;

  • ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურა

1 პროფესორი;

  • საბუღატრო აღრიცხვა

1 ასოცირებული პროფესორი;

  • ეკონომიკა

1 ასოცირებული პროფესორი;

  • კლინიკური ფსიქოლოგია

1 ასოცირებული პროფესორი;

1 ასისტენტ პროფესორი;

  • განათლების ფსიქოლოგია

1 ასოცირებული პროფესორი;

1 ასისტენტ პროფესორი;

  • სოციალური ფსიქოლოგია

 1 ასოცირებული პროფესორი;

  • ნეირომეცნიერება

1 ასოცირებული პროფესორი;

  • განვითარების ფსიქოლოგია

1 ასისტენტ პროფესორი

  • ზოგადი ფსიქოლოგია

3 ასისტენტ პროფესორი

  • კოგნიტური ფსიქოლოგია

1 ასისტენტ პროფესორი

  • ნეიროფსიქოლოგია

1 ასისტენტ პროფესორი

  • შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგია

1 ასისტენტ პროფესორი.

1.საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);  
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
  • სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

1. საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად ან/და ადგილზე, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში [email protected]/[email protected]);

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების,2 პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;

დ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);

ზ)„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა“.

1.კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

განაცხადი ივსება მხოლოდ  ერთი მიმართულებით და ერთ  კონკრეტულ  პოზიციაზე.

2. იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. კონკურსის ვადები

1. კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 17 ივლისიდან

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის  19 აგვისტოდან  2024 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით; 

3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2024 წლის 29 აგვისტოს;

4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 4 სექტემბერისა;

6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 6 სექტემბრისა;

7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2024 წლის 6 სექტემბრიდან 2024 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.

1. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, [email protected]

ტელ: +995 (431) 23 79 79

 

 

 


ბოლო სიახლეები