ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასის 2022/2023 წლების შესრულებული სამუშაოების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასის 2022/2023 წლების შესრულებული სამუშაოების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასის 2022/2023 წლების შესრულებული სამუშაოების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.

შემაჯამებელი სხდომა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა და სინძიანის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გახსნეს.

სხდომაზე განხილული იქნა კონფუცის კლასის მუშაობის 2022/2023 წლების ანგარიში, ასევე, 2024 წლის გეგმა და მოსალოდნელი ახალი პროექტები.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მივლინებული იყვნენ ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თათია ხარაბაძე.

სხდომას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი და კონფუცის კლასის ხელმძღვანელი გიორგი დათუაშვილი, ჟუ ძიანბინგი კონფუცის კლასის ხელმძღვანელი სინძიანის უნივერსიტეტიდან და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი.


ბოლო სიახლეები