ქუთაისის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტებთან ტურიზმის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ "იმერული ტურიზმის კლუბის წარმომადგენლები", რომლებმაც დამსწრე აუდიტორიას საკუთარი ინიციატივებისა და პროექტების შესახებ გაუზიარეს გამოცდილება და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.