ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების ადმინისტრირების სამსახურის უფროსი თინათინ მეფარიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა.
კონკურსში სწორედ მისი კანდიდატურა შეირჩა.
კონკურსის საბოლოო შეფასების (გასაუბრება) ეტაპზე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თინათინ მეფარიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.