სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსი ცხადდება
ცხადდება კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავების მიზნით.
შპს "ქუთაისის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის ვაკანტური პოზიციებია:
სამართლის ისტორიის მიმართულება:
1 ვაკანსია
კერძო სამართლის მიმართულება:
2 ვაკანსია
საჯარო სამართლის მიმართულება:
2 ვაკანსია
სისხლის სამართლის მიმართულება:
1 ვაკანსია
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორებისთვის:
- შესაბამის სფეროში არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სასწავლო კურსის გაძღოლისთვის შესაბამისი ცოდნა და უნარები.
- სასურველია შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება [email protected]/[email protected]);
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში (ივსება ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები;
- "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
კონკურსი ჩატარდება შპს "ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ან/და გასაუბრების (მინიმუმ ორწლიანი პედაგოგიური გამოცდილების შემთხვევაში) ჩატარება.
კონკურსის ვადები
- კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 3 ნოემბრიდან;
- მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2023 წლის 13 დეკემბრისა;
- კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა;
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 20223 წლის 25 დეკემბრისა;
- კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2023 წლის 25დეკემბრიდან 2023 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით;
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში 2023 წლის 3 დეკემბრიდან 2023 წლის 8 იანვრის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, [email protected]/[email protected]
საკონტაქტო ნომერი: +995 (431) 23 79 79