ერაზმუს+ საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული პერსონალის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, 5 ადმინისტრაციული გამარჯვებული პერსონალი გამოვლინდა.
საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები: საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ რობაქიძე (PAR საუნივერსიტეტო კოლეჯი - რიეკა, ხორვატია), ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ანა კაკაბაძე (კომენსკის უნივერსიტეტი - ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი (ვისტულას უნივერსიტეტი - ვარშავა, პოლონეთი), დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი თინათინ გოგნაძე (გაბრიელ დანუნცოს უნივერსიტეტი - კიეტი-პესკარა, იტალია) და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი დათუაშვილი (გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი „ლავოსლავ რუჟიჩკა“ - ვუკოვარი, ხორვატია).
აღსანიშნავია, რომ ერაზმუს+ საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობა უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას და უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა უწყობს ხელს.