ქუთაისის უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად EDEC-ის ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს პროექტს USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში მოქმედი ახალგაზრდული ცენტრი 130–ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს.
მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სასწავლო ვიზიტით ახალგაზრდები ქუთაისის უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
შეხვედრას ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა ყიფიანი უძღვებოდა.
ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის შენობა, სხვადასხვა სამსახურების სამუშაო სივრცე, ლაბორატორიები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი და კონფუცის კლასი დაათვალიერეს.
ქუთაისის უნივერსიტეტი მხარს უჭერს ახალგაზრდულ პროექტებს და ზრუნავს მის მასშტაბებსა და პროდუქტიულობაზე.