"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და „ალბერტას კოლეჯს" (ლატვია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულების მიზანია ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.
„ალბერტას კოლეჯი“ სტუდენტებს, უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით, სთავაზობს სწავლების თანამედროვე, ციფრულ მეთოდებს.
აღსანიშნავია, რომ ალბერტად კოლეჯი ფლობს მრავალრიცხვოვან კვლევით-ცენტრებს, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების პრაქტიკული კვლევებისა და აკადემიური ზრდის შესაძლებლობებს.