ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა სტუდენტებისთვის

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა სტუდენტებისთვის

გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი  ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად "ქუთაისის უნივერსიტეტის" საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის  (6 კვოტა) 5 ევროპული უნივერსიტეტის მიმართულებით.

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს მგზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური მასპინძელ უნივერსიტეტში სრულად დაუფინანსდებათ. ამასთან, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.

Nota Bene: გასათვალისწინებელია, რომ მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს "ქუთაისის უნივერსიტეტში" უნდა ჰქონდეთ აქტიური სტუდენტის სტატუსი. სტატუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელია სტუდენტმა "ქუთაისის უნივერსიტეტში" სემესტრული საფასური გადაიხადოს ერაზმუს+ სასწავლო ხელშეკრულებაში მითითებული ასაღიარებელი კრედიტების რაოდენობის მიხედვით.

ესპანეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და საბერძნეთის უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს შემდეგი პირობებით უმასპინძლებენ:

(1)

მასპინძელი უნივერსიტეტი: მალაგის უნივერსიტეტი, ესპანეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 820 ევროს ოდენობით

კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმული

(2)

მასპინძელი უნივერსიტეტი: სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით

კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმული

(3)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით

კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმული

(4)

მასპინძელი უნივერსიტეტი: კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში, სლოვაკეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმული

(5)

მასპინძელი უნივერსიტეტი: პანთეიონის უნივერსიტეტი, საბერძნეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგმომის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით

კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმული

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე (15 მარტს, 17:30 საათზე)

  Nota Bene:

(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toefl PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160. 

2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე - (26 მარტი, 12:00 სთ)

გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

გასაუბრების შეფასების ელემენტები:

  •   მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 10 მარტის დღის 12:00 საათისა.

ერაზმუს+ მობილობის მენეჯერი საინფორმაციო-საორიენტაციო შეხვედრას გამართავს 7 მარტს, 15:00 საათზე. 

საინფორმაციო-საორიენტაციო შეხვედრასთან დაკავშირებით სტუდენტებს დამატებითი ინფორმაცია ეცნობებათ მეილზე. 

29 მარტს კომისია გამოავლენს 5 მასპინძელი უნივერისტეტის მიმართულებით, კონკურსის შედეგად ყველაზე მაღალი ქულების მქონე 6 სტუდენტს.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე: [email protected] 


ბოლო სიახლეები