ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან პროექტ "ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA) საქართველო, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“, რომლის მიზანს წარმოადგენს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობის ხარისხის ზრდა და დიალოგის მხარდაჭერა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ამოცანის შესრულება, კერძოდ, ახალგაზრდების შესაძლებლობებისა და პრაქტიკული უნარების განვითარება ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების პრობლემების გამოსავლენად და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების გზით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საინიციატივო ჯგუფების ფორმირებისა და მასში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.