ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საინფორმაციო და საორიენტაციო შეხვედრა ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის შესახებ სტუდენტებისათვის

საინფორმაციო და საორიენტაციო შეხვედრა ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის შესახებ სტუდენტებისათვის

7 მარტს, 15:00 საათზე, „ქუთაისის უნივერსიტეტში“, გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საინფორმაციო სესია “საინფორმაციო და საორიენტაციო შეხვედრა ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის შესახებ” გაიმართება.

საინფორმაციო შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მენეჯერი ნინო კანდელაკი გაუძღვება და სტუდენტებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას მობილობის პროცესთან დაკავშირებით. 

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები, მიიღონ კონსულტაცია სააპლიკაციო ფორმის შევსებაზე და შემდგომ პროცედურებზე.

დრო: 7 მარტი, 15:00 საათი
მისამართი:  საკონფერენციო დარბაზი, პირველ სართული, წერეთლის ქ. #13, ქუთაისი, საქართველო.


ბოლო სიახლეები