ქუთაისის უნივერსიტეტში ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შეხვედრა თემაზე - “გენდერული სტერეოტიპების გავლენა მართლმსაჯულებაზე” გამართა.
შეხვედრას ორგანიზაციის იურისტი ანა თავხელიძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტი და სასამართლო პრაქტიკა განიხილეს.
შეხვედრა “ქალთა ფონდი საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.