“ქუთაისის უნივერსიტეტსა” და “ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტს” (ჩრდილოეთ მაკედონია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი” სტუდენტებს სთავაზობს მრავალ საერთაშორისო პროგრამას და აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო- კვლევით ორგანიზაციებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საერთაშორისო პარტნიორობის სიმრავლე არა მხოლოდ ხელს უწყობს სტუდენტების აკადემიურ განვითარებას, არამედ მათ აძლევს ფართო შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ჩაერთონ კულტურათაშორის სწავლასა და თანამშრომლობაში.
აღსანიშნავია, რომ “ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი” „ქუთაისის უნივერსიტეტისთვის“ რიგით პირველი პარტნიორია ჩრდილოეთ მაკედონიაში.