12 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა თემაზე - “შრომითი უფლებები, გამოსაცდელი ვადა, სტაჟირება” გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი უძღვებოდა.
ლექციას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.