ტალინის მერიის სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით ქალაქ ტალინში სემინარი ცირკულარული/წრიული ეკონომიკის საკითხებზე გაიმართა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევითი
ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გოჩა უგულავა იყო ჩართული.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მდგრადი განვითარების მართვის ჩარჩო პრინციპების, მოქალაქეთა ჩართულობის, ევროკავშირში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სამართლებრივი ბაზის, ბიო-ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადასვლის, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების ცირკულარული ეკონომიკის ცენტრებად გარდაქმნის საკითხებზე იმსჯელეს.
ვიზიტი მოიცავდა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მხრივ, ესტონეთში, პრაქტიკულად რეალიზებული პროექტების გაცნობის მიზნით საველე ტურში მონაწილეობას.