2023-2024 აკადმიური წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 24 ივნისს ხოლო ერთსაფეხურიანი დიპომირებული მედიკოსის სტუდენტებისთვის 8 ივლისს დაიწყება.
ქუთაისის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა საგამოცდო ადმინისტრირების წესის შესახებ ცენტრის დამკვირვებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ცენტრის ხელმძღვანელმა საგამოცდო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ცენტრის ფუნქციებზე, დამკვირვებლისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე გამოცდების ჩატარების პროცედურებზე, არსებულ პრაქტიკებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.