20 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტში რეგიონების ევროპული კომიტეტის წევრი, ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, დოლნი სტუდენკის მუნიციპალიტეტის მერი და LAG (Local Action Group) Šumperský venkov-ის თავმჯდომარე, პროფესორი რადიმ სრშენი სტუდენტებს შეხვდა.
ქუთაისს იგი 20-21 ივნისის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ეწვია.
ჩეხეთის საელჩოსთან ერთად საქართველოში სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რადიმ სრშენმა სტუდენტებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრას ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორი თეონა რობაქიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.