ქუთაისის უნივერსიტეტმა გააფართოვა საერთაშორისო პარტნიორობა კვიპროსის ღია უნივერსიტეტთან (OUC) ახალი ერაზმუს+ თანამშრომლობის დამყარებით, საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) პროგრამის ფარგლები.
პარტნიორობა საშუალებას მისცემს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს მონაწილეობა მიიღოს მოკლევადიან სასწავლო მობილობაში კვოპროსის ღია უნივერსიტეტის მიმართულებით 2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში.
OUC-მ სთხოვა ქუთაისის უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის კანდიდატის წარდგენა, რის შედეგადაც შეირჩა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორის, მირზა ხიდაშელის კანდიდატურა. ეს ნომინაცია ორ ინსტიტუტს შორის მნიშვნელოვანი ახალი ერაზმუს+ თანამშრომლობის დასაწყისია.
მოსალოდნელია, რომ კვიპროსის ღია უნივერსიტეტთან პარტნიორობა გააძლიერებს აკადემიურ მობილობას და ხელს შეუწყობს ინსტიტუტებს შორის უფრო ღრმა კავშირებს, რაც გაამდიდრებს ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოს.