ქუთაისის უნივერსიტეტს და ევროპის აკადემიურ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პარტნიორობა მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების, ღონისძიებებისა და სხვადასხვა ახალგაზრდული შესაძლებლობების განხორციელებას.
დოკუმენტს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და ევროპის აკადემიური ცენტრის დირექტორმა ეთერ სანაიამ მოაწერეს ხელი.