ქუთაისის უნივერსიტეტში კავშირგაბმულობაზე, მის მნიშვნელობასა და პრაქტიკაში გამოყენებაზე საჯარო ლექცია გაიმართა
20 ოქტომბერს, ქუთაისის უნივერსიტეტში, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა კავშირგაბმულობაზე, მის მნიშვნელობასა და პრაქტიკაში გამოყენებაზე ისაუბრეს.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იყო კრიზისულ სიტუაციებში ინფორმაციის მიმოცვლა, მათი ტექნოლოგიურ მხარეები, რადიოსიხშირული კომუნიკაცია, თეორიული ინფორმაცია რაციებზე, მათი დაპროგრამება, ეფექტური და უსაფრთხო გამოყენება.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.