ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ფორუმი „დევნილი ახალგაზრდების დასაქმება და თვითდასაქმება“

ქუთაისის განათლების განვითარების დასაქმების ცენტრმა 2010 წლის 29 ოქტომბერს, სასტუმრო „რჩეულში“ გამართა ფორუმი თემაზე „დევნილი ახალგაზრდების დასაქმება და თვითდასაქმება“. ფორუმის ორგანიზება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დასაქმების ერთობლივი პოლიტიკისა და მიდგომების შემუშავებას, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას. ფორუმს ხელმძღვანელობას უწევდა „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ თავმჯდომარე ბ-ნი ალუ გამახარია.

{Gallery dir='news/04-11-2010'}

აღნიშნულ შეხვედრაზე დიპლომები გადაეცათ უნივერსიტეტის 2009-2010 სასწ.წლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს. წელს ქუთაისის უნივერსიტეტი დაასრულა 57 ბაკალავრმა და 51მაგისტრმა, მათ შორის წარჩინებით 14 სტუდენტმა.

პროექტი „ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა“ 2010 წლის 1 ივნისიდან ხორციელდება მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. 29 ოქტომბერს გამართულ ფორუმზე მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო, სამთავრობო, საერთაშორისო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქ. ქუთაისში მოქმედმა მეწარმეებმა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა. პროგრამის მიზნების, განხორციელებული შედეგების და დასაქმების ვებ-პორტალის (www.ieda.ge) პრეზენტაციის შემდეგ მოწვეული სტუმრები დაიყვნენ 5 სამუშაო ჯგუფად და შეიმუშავეს დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემების და გამოსავლის გზების რეკომენდაციები, რომელსაც ახლო მომავალში გაუკეთდება ანალიზი და მიეწოდებათ სხვადასხვა სამთავრობო არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

აღნიშნულ ფორუმში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.


ბოლო სიახლეები