საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების საზეიმოდ გადაცემა ქუთაისის უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ამის დასტურია 2010 წლის 5 ნოემბერს ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში გამართული ღონისძიება- კურსდამთავრებულებთან შეხვედრის საზეიმო საღამო.კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე არამარტო ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ,არამედ მთელი ქალაქისათვის.საღამოს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ლექტორ- მასწავლებლები,სტუდენტები, ქალაქის მერიის სამსახური,საკრებულო, ახალგაზრდული დეპარტამენტი,კულტურის სამსახური,,პროკრედიტ ბანკის,ტაო-პრივატ ბანკის წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანია ალდაგი,აგრეთვე სხვადასხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
{Gallery dir='news/08-11-2010a'}აღნიშნულ შეხვედრაზე დიპლომები გადაეცათ უნივერსიტეტის 2009-2010 სასწ.წლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს. წელს ქუთაისის უნივერსიტეტი დაასრულა 57 ბაკალავრმა და 51მაგისტრმა, მათ შორის წარჩინებით 14 სტუდენტმა.
მოწვეულ სტუმრებს მიესალმა ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ,რომლებიც ამჟამად წარმატებულ საქმიანობას ეწევიან სხვადასხვა დაწესებულებებში: გოდერძი შანიძე,ხათუნა შალამბერიძე,როლანდი ბრეგვაძე.
სტუმრებს შორის იმყოფებოდა ქუთაისის მერიის კულტურის ,სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ბატონი -გიზო თავაძე,რომელმაც კურსდამთავრებულებს მიულოცა უნივერსიტეტის დასრულება და შემდგომი წარმატებები უსურვა.
{Gallery dir='news/08-11-2010b'}საზეიმო განწყობა კიდევ უფრო გაალამაზა ანსამბლ "ალილოს " და ლაშა ღლონტის ქართულმა მრავალხმიანმა სიმღერებმა.