2010 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე გამოცხადდეს დოქტორანტთა მიღება უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხურის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: ბიზნესის მართვა (კონცენტრაციით: ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი); ეკონომიკა (კონცენტრაციით: მაკროეკონომიკა,მიკროეკონომიკა, რეგიონულ ეკონომიკა).
დოქტორანტურაში მიღება მოხდეს ქუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად.
დოქტორანტურაში მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენების B2 დონეზე ცოდნა.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელსაც უნდა ერთვოდეს:
ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია, გამოქვეყნებული იმ ეროვნულ რეფერირებად ჟურნალებში, რომელთა ჩამონათვალს ცნობს ქუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო ქუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
საგამოცდო საკითხები საგანში:
საგამოცდო ტესტების ნიმუშები: