ა/წ-ის 8-10 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი პაატა კლდიაშვილი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა “ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში” (აშშ).
ქუთაისის უნივერსიტეტსა და ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის დამყარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ “ამერიკის შეერთებული შტატებისა და კავკასიის თანამშრომლობის ასოციაცია”, რომელსაც წარმოადგენს ამერიკაში მცხოვრები ქართველი შოთა მხეიძე.
ვიზიტის ფარგლებში ბ-ნ პ. კლდიაშვილი შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტს დოქტორ ჯონ კირნსს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს ქ-ნ ლილიან ჰალსტრომს და ბიზნეს ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს.
აღნიშნულ შეხვედრებზე განიხილებოდა ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიღწეული იქნა შეთანხმება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: