თვითმმართველი ქალაქის -ქუთაისის მერიის ახალგაზრდობისა და სპორტის საქალაქო სამსახურისა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის (ტრენერები თინათინ კუპრაშვილი და ანა შალიკიანი) ორგანიზებით ა/წ. ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ტარდება ტრენინგ -პროგრამის „გენდერი და თანამედროვე საზოგადოება“.
პროგრამით გათვალისწინებულია ქუთაისის ოთხი სასწავლო დაწესებულების (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი,ქუთაისის უნივერსიტეტი)
ქუთაისის უნივერსიტეტიდან აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ:გუჩუა ანა ,ქარსელაძე ნანა,კიკნაველიძე მერი,გეგია ლელა, გოგისვანიძე სალომე,კოხიძე ირაკლი,კუკავა ირაკლი,ჩიხლაძე გიორგი,კოხოძე ნოდარი,გელაშვილი სოფიო,ჩოგოვაძე არჩილი.
პროექტის ბოლოს მოეწყობა კონფერენცია და მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები,ხოლო I- II-III ადგილის მფლობელებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.
ტრენინგი უკვე აქტიური მუშაობის ფაზაშია და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ინტერესითა და მაღალი აქტივობით გამოირჩევიან.