ქუთაისის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „ეკონომიკური პროფილის“ მეთერთმეტე ნომერი. ჟურნალში, რომლის ძირითადი რუბრიკებია ეკონომიკური ანალიზი და პოლიტიკა, ფინანსები და აუდიტი, მენეჯმენტი და მარკეტინგი, ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა და ტურიზმი, გამოქვეყნებულია ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა 14 ნაშრომი რუსული და ინგლისურენოვანი რეზიუმეებით.
ჟურნალი რეფერირებულია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის მიერ: http://www.rim.inion.ru/ras/view/publication/general.html?id=100024959