ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა ვაჟა გურაბანიძემ და გოდერძი შანიძემ გამოსცეს ახალი სალექციო კურსი „გლობალური ბიზნესის მენეჯმენტი“ (ქუთაისის უნივერსიტეტი, „მბმ-პოლიგრაფი“, 2013, 612 გვ.).
წინამდებარე ნაშრომში, რომელიც 15 თავს მოიცავს, გაანალიზებულია გლობალური ბიზნესის მენეჯმენტის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო ბიზნესი და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი; გლობალიზაცია და ახალი მსოფლიო წესრიგი; ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა გლობალური ბიზნესის მენეჯმენტში; ინტეგრირებული კორპორაციული სტრუქტურები გლობალური ბიზნესის მენეჯმენტში; გლობალური ორგანიზაციული სტრუქტურები და კონტროლი საერთაშორისო ბიზნესში; ადამიანური რესურსების გლობალური მენეჯმენტი და სხვა.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისათვის, პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ასევე იგი ჯეროვან დახმარებას გაუწევს ცოდნის გაღრმავებაში პრაქტიკოს-სპეციალისტებს, გლობალური ბიზნესის მენეჯმენტის პრობლემატიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
ნიშანდობლივია, რომ ნაშრომი ქართულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში გლობალური ბიზნესის მენეჯმენტის პრობლემების სიღრმისეულად გაშუქების ერთ-ერთი პირველი მცდელობაა.