მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის (პრეზიდენტი, საქ. ეროვნული აკადემიის წევრი, აკად. ლეო ჩიქავა) მორიგი სხდომა.
აღნიშნულ სხდომაზე 32 ხმით (წინააღმდეგი არც ერთი) ჩვენი უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი ნიკოლოზ ჩიხლაძე საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
ვულოცავთ ბატონ ნიკოს ამ წარმატებას!
{Gallery dir='news/30-01-2013'}