13 თებერვალს უნივერსიტეტს სტუმრობდა ქუთაისის განათლებისა და დასაქმების ცენტრის იმერეთის რეგიონის წარმომადგენლები სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ორგანიზაცია PH-Internacional USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ქუთაისის საჯარო სკოლების საინიციატივო ჯგუფების მოსწავლეებს საკონფერენციო დარბაზში შეხვდათ უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ლელა ქელბაქიანი და ტუტორი თინათინ მეფარიშვილი, რომელმაც მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა სტუმრებს ქუთაისის უნივერსიტეტის შესახებ.
შემდგომ ამისა გაიმართა გულახდილი დიალოგი. დასასრულს კი მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინტერიერი და ექსტერიერი: აუდიტორიები, კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, კაფეტერია და მუზეუმი.
მეგზურობას მათ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები უწევდნენ.
სტუდენტებმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები_უნივერსიტეტის გაზეთი,კატალოგი და მაისურები გადაცეს.
პროგრამის კოორდინატორმა იმერეთის რეგიონში-ნათია ნამიჭეიშვილმა მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს ასეთი ორგანიზებული და თბილი დახვედრისათვის; სურვილი გამოთქვა კიდევ უფრო ღრმა და ხანგრძლივი შემდგომი თანამშრომლობისა.
{Gallery dir='news/14-02-2013'}